Thursday, October 15, 2009

1. პროექტის სახელი: ბირთვული იარაღი

2.პროექტის მოკლე აღწერა: გამოკითხვის გზით მოსახლეობის ბირთვული იარაღის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენა.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აღწერს ბირთვული ენერგიის მიღებისა და გამოყენების გზებს. მოიპოვებს ინფორმაციას ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ და ადარებს ამ ურთიერთქმედებას ელექტრულთან და გრავიტაციულთან. ადგენს კითხვარს და აწარმოებს მოსახლეობის გამოკითხვას ბირთვული იარაღის მიმართ დამოკიდებულების გამოსავლენად შედეგებს დიაგრამის სახით წარმოადგენს.
4. მონაწილეთა ასაკი: 15-17წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 25/10. 2009 დან 25/05.2010 წელი
6. პროეკტის შესაძლო აქტივობები კლასში:შესაბამისი ლიტერატურისა და იმფორმაციის მოძიება ვეფ გვერდების გაკეთება, კლასის დაყოფა ჯგუფებად და ინტერვიუს გაკეთება ნებისმიერი ასაკისა სპეციალობის ადამიანებთან.
არის თუ არა თკვენთვის ცნობილი ბირთვული იარაღის არსებობა?
თკვენი აზრით, რამდენი სახელმწიფო ფლობს ბირთვულ იარაღს?
ამჟამად რომელი სახელმწიფო ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას და ვინ ეწინააღმდეგება მას?
რგორ ფიქრობთ, აუცილებელია ბირთვული იარაღის წარმოება?
აუცილებელია თუ არა ბირთვული იარაღის გამოცდა?
იცით თუ არა, როდის მოხდა ბირთვული იარაღის გამოცდა. ვინ გამოსცადა და სად?
ამართლებთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც გამოსცადეს ბირთვული იარაღი?
იცით თუ არა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბირთვული იარაღის გამოყენებას?
იქნებით თანახმა, რომ ბირთვული იარაღი თქვენს ქვეყანაში გამოსცადონ?
როგორ ფიქრობთ, ბირთვული იარაღი არის თუ არა თავდაცვის გარანტია?
გაქვთ თუ არა სურვილი საქართველოს ჰქონდეს ბირთვული იარაღი?
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას:
შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნება ვეფ-გალერია ფოტო
მასალითა და ნახატებით. შეაჯამებენ გამოკითხვის შედეგებს ააგებენ ერთ ან
რამდენიმე დიაგრამას. მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას ბირთვული
იარაღის შესახებ, ეს პრეზენტაციაც განთავსდება საიტზე.
8. სარგებელი სხვებისათვის: პროექტის საიტისა და სკოლებში მოწყობილი
გამოფენების მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას ბირთვული იარაღის
შესახებ, გააცნობიერებენ ბირთვული იარაღის საშიშროებას და
გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას სხვას.
9. სამუშაო ენა: ქართული

10 .საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაუმჯობესებენ
უნარებს მრავალ საგანში-ქიმიაში, ბიოლოგიაში, საინფორმაციო
ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მლების მოძიებით, დამუშავებით,
პრეზენთაციების მომზადებით, ვეფ-გალერიაში სურათების ატვირთვით) და სხვა
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ქ.ტბილისის 105-ე საჯარო სკოლა

ქ. ტბილისის 146-ე საჯარო სკოლა
ქ.ტბილისის 180-ე საჯარო სკოლა
ქ.ტბილისის 82-ე საჯარო სკოლა
ქ.ტბილისის 178-ე საჯარო სკოლა
ქ.ტბილისის 117-ე საჯარო სკოლა
12.პროექტისფალსილიტატორებისსახელი: მაი ვეშაგური. რუსუდან აკობიდძე
13. პროექტის ფალსილიტატორების ელ.ფოსტა :
maiaveshaguri@gmail.com
14.პროექტის ვეფ გვერდი:http://birtvuliiaragi.blogspot.com/

No comments:

Post a Comment